თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე თბილისის მერიის მიერ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტას მიესალმება.
როგორც დეპუტატი აცხადებს, ეს ის საკითხია, რომელზეც ყველა პარტია თანხმდება, თუმცა მისივე თქმით, არის კითხვები, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს.
კერძოდ, ირაკლი ნადირაძეს აინტერესებს, იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო არბიტრაჟი თბილისის მერიას ჯარიმის გადახდის ვალდებულებას დააკისრებს, ვინ გადაიხდის თანხას და მეორე- ვინ ჩაანაცვლებს აღნიშნულ კომპანიას.
,, „სითი პარკმა“ რომ თბილისი დატოვა, ეს კარგია და ამის თაობაზე ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაშიც იყო მითითებული.
ახლა მთავარია, რომ თბილისში არ გაძვირდეს პარკირების გადასახადი და შეიქმნას საპარკინგე ინფრასტრუქტურა’’,-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილება განიხილა
აპრილი 25,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024