თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ლილოს დასახლებაში იმყოფებოდა.
ლილოს დასახლებაში, პირველი კვარტლის მიმდებარედ, უსახელო ქუჩებისთვის სახელწოდების მინიჭების თაობაზე მოსახლეობამ საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას განცხადებით მიმართა.
ნიბლოშვილმა უსახელო ქუჩები პირადად დაათვალიერა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს კომისიის სხდომაზე უახლოეს მომავალში განიხილავენ.
ლილოს დასახლებაში მცხოვრებლებს საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძეც შეხვდა.
ტყემალაძე მოსახლეობას აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დაპირდა.
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილება განიხილა
აპრილი 25,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024