თბილისის საკრებულოში ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ თავმჯდომარემ
ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგზე მერიის მიერ უფასო სასადილოებთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებზე ისაუბრა და დედაქალაქის მერს მათი შეჩერებისკენ მოუწოდა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ფრაქციამ 2018 ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებელი რეკომენდაციები და წინადადებები ქალაქის მერიას უკვე გადაუგზავნა და უფასო სასადილოების დაფინანსების სტანდარტების და კალორაჟის შესაბამისად გაზრდის ინიციატივით მიმართა.
ირაკლი ნადირაძის თქმით, საქართველოში არსებული ინფლაციიდან გამომდინარე, დღიურად 1 ლარით და 18 თეთრით გამოკვება საკმარისი არ არის.