თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა.
სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.
დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას შემდეგი შემადგენლობით დაუჭირა მხარი:
თბილისის მერიის ადმინისტრაცია - ვლადიმერ ჭიღლაძე;
იურიდიული საქალაქო სამსახური - სერგო ბირკაძე;
საფინანსო საქალაქო სამსახური - გაიოზ თალაკვაძე;
ზედამხედველობის საქალაქო სამსახური - გიორგი ბაგრატიონი;
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური - გელა ჩივიაშვილი;
კულტურის საქალაქო სამსახური - სოფიო ხუნწარია;
განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური - ირაკლი გვილავა;
ტრანსპორტის საქალაქო სამსახური - მამუკა მუმლაძე;
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური - გიგა გიგაშვილი;
შესყიდვების საქალაქო სამსახური - გიორგი პაპავა;
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური - გივი კუბლაშვილი;
უსაფრთხოების საქალაქო სამსახური - ნიკოლოზ ჭონქაძე;
ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური - ანდრია ბასილაია.
დღესვე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თბილისის რაიონული გამგეობების ხელმძღვანელების დამტკიცებაზეც იმსჯელეს და ყველა წარმოდგენილი კანდიდატურა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
თბილისის 10 რაიონის გამგებლიდან თანამდებობა ხუთმა შეინარჩუნა.
საბურთალო - გაიოზ ვასაძე;
ვაკე - ნოდარ ტურძელაძე;
ჩუღურეთი - ზურაბ ჩიკვილაძე;
დიდუბე - ირმა ზავრადაშვილი;
ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე;
გლდანი - ბექა მიქაუტაძე;
კრწანისი - ლევან ჯაფარიძე;
მთაწმინდა - დავით კირკიტაძე;
ისანი- კახა ლაბუჩიძე;
სამგორი - დავით კერესელიძე.