თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს.
ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას კოლეგებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქმეზე ორიენტირებული საკრებულო მრავალი სასიკეთო გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს.
„მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ყველა პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე. თუ ვიქნებით კონსტრუქციულად განწყობილები და საქმეზე ორიენტირებული ჩვენ თბილისელებისთვის ბევრი სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებას ნამდვილად შევძლებთ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და მიესალმა ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან გამოთქმულ პათოსს კონსტრუქციული თანამშრომლობის შესახებ.
საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას, წინა მოწვევის საკრებულოს წევრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო კახი კალაძეს თბილისის მერად არჩევა მიულოცა.
„მინდა მივულოცო კახი კალაძეს თბილისის მერად არჩევა. მისი წარმატების შესახებ თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის, თბილისის მერის პოზიციაზე, კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ჩვენი ერთობლივი მუშაობით კი ნამდვილად ვიცხოვრებთ სიცოცხლით სავსე ქალაქში“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილება განიხილა
აპრილი 25,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024