თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 35 საკითხი განიხილეს,
დეპუტატებმა სხდომაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების, განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალებებსა და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. აღნიშნული საკითხების შესახებ დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა ნესტან ადვაძემ მიაწოდა.
ამავე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით პრივატიზების საკითხებზე იმსჯელეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება დადებითად შეაფასეს.
დღესვე დეპუტატებმა თბილისში რამდენიმე უსახელო ქუჩის სახელდებას დაუჭირეს მხარი.
შესაბამისი განხილვის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები კენჭისყრის შედეგად დადებითად გადაწყვიტეს.
სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე ხელმძღვანელობდნენ, დედაქალაქის მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი
საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 23,2024სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
აპრილი 23,2024ოთარ გრიგოლიამ და ავთანდილ ცინცაძემ UCLG-ის აღმასრულებელი ბიუროს სხდომაში მიიღეს მონაწილეობა
აპრილი 23,2024