თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის, დრამატურგისა და ესეისტის, ვაცლავ ჰაველის ძეგლის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.
ვაკის გამგეობის ტერიტორიაზე მდებარე მონუმენტი საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სტროპნიცკიმ გახსნეს.
ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი, დრამატურგი და ესეისტი იყო.
მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანამ ისეთი რადიკალური ცვლილებები განიცადა, როგორიცაა ნატოს წევრობის მოპოვება და ევროკავშირთან დიალოგის დაწყება, რაც 2004 წელს ჩეხეთის ევროკავშირში გაწევრიანებით დასრულდა.