ევროპის დღეების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეებისთვის და მათი მოადგილეებისთვის თბილისის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში სემინარი -„ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ იმართება.
სემინარი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად საქართველოს ვიცე - პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გახსნეს და საქართველოსა და ევროპის ისტორიულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
სემინარზე მონაწილეები სხვადასხვა ექსპერტისა და სამთავრობო წარმომადგენლისგან საქართველოს და ევროპის ისტორიულ ურთიერთობებზე, ასევე, ასოცირების შესახებ შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციის, ევროკავშირის დახმარების პროგრამებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.
ღონისძიებაში საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ახვლედიანი, საკრებულოს ფრაქცია“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის “ თავმჯდომარე რიმა ბერაძე და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თბილისის საკრებულოსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით იმართება
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილება განიხილა
აპრილი 25,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024