თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები სახალხო დამცველის აპარატის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრნენ.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა და სახალხო დამცველის აპარატის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კი ომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ბოლო წლებში დანერგილი სიახლეების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
ღონისძიებას, რომელიც თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში მოეწყო, ყოფილი სახალხო დამცველები, სხვადასხვა ქვეყნების ომბუდსმენები, დიპლომატიური კორპუსის, ასევე საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოში მხატვრული რეწვისა და დიზაინის თბილისის V საერთაშორისო სამიტის „ეთნოფესტი 2024“-ის პრეზენტაცია გაიმართა
აპრილი 25,2024გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 24,2024ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა
აპრილი 23,2024