სამართლის კლინიკის მიზანი მოქალაქეებისადმი სამართლებრივი დახმარების პროცესში მათი უშუალო მონაწილეობით სტუდენტების პრაქტიკული განათლების ხელშეწყობაა, რაც მოქალაქეებისათვის კონსულტაციის გაწევას, მათ წარმომადგენლობას სასამართლო დავებში თუ ადმინისტრაციულ წარმოებაში და ადვოკატირების პროცესის წარმართვას გულისხმობს.
როგორც გულიკო ზუმბაძემ განაცხადა, სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შემოთავაზებული ინიციატივა საკმაოდ საინტერესოა და ის მოქალაქეები, რომლებიც სათანადო სახსრების არარსებობის გამო შესაბამისი ფასიანი იურიდიული კონსულტაციით ვერ სარგებლობენ და რომლებსაც ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაცია ესაჭიროებათ, მნიშვნელოვნ დახმარებას მიიღებენ.
,,ამასთან, სტუდენტებს თეორიული კურსის პარალელურად პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და ცოდნის გაღრმავების საშუალებაც მიეცემათ’’,-აღნიშნა საკრებულოს წევრმა.
სამართლის სკოლის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსტიტეტში გაიმართა.