თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარე გიორგი ალიბეგაშვილმა მოქალაქეთა ტრადიციული მიღება გამართა.
გიორგი ალიბეგაშვილმა მოქალაქეებს პირადად მოუსმინა და მათ კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას და შესაბამის ინსტანციებთან შუამდგომლობას დაჰპირდა. საკითხები ძირითადად დასაქმებას, ჯანმრთელობის დაცვას, მიწის ლეგალიზებას, ასევე სოციალური კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებას უკავშირდებოდა, გიორგი ალიბეგაშვილი მოსახლეობას, ტრადიციულად, ყოველ ოთხშაბათს ხვდება.