თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან თამარ ტალიაშვილთან, ასევე დედაქალაქის მერიისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად საბურთალოზე მდებარე გაუქმებულ საბავშვო ბაგა-ბაღის გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა.
ავარიული ნაწილის გამაგრება საბურთალოს რაიონში, გამსახურდიას გამზირის N23 (ა)-ში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარეობს, სადაც შენობის შიდა სივრცისა და ეზოს მოწყობა, ასევე ბაღის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა იგეგმება.
საბავშვო ბაღის გამაგრება-რეკონსტრუქცია-რემონტი 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება და აქ აღსაზრდელთა 9 ჯგუფი ამოქმედდება.
აღნიშნული ბაღის აღდგენით საბურთალოს რაიონში თავისუფალი ადგილების დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან ბაღი სკოლამდელი განათლებით 350-მდე ბავშვის უზრუნველყოფას შეძლებს.
გამსახურდიას 23(ა)-ში მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის ადგილზე შპს „ელზურო“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავდა, თუმცა, მოსახლეობის მოთხოვნით, ტერიტორია შენობა-ნაგებობასთან ერთად თბილისის მერიას გადაეცა. თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და კერძო კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო, რომლის თანახმადაც, შპს „ელზუროს“ გამსახურდიას გამზირის N23 (ა)-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ საკუთრებაში N 63-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობა გადაეცემა.
თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
მარტი 28,2024თბილისის საკრებულოს დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 46-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს
მარტი 27,2024ზურაბ ჩიკვილაძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
მარტი 26,2024