თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ საკრებულოში მოქალაქეთა ტრადიციული მიღება გამართა.
მიღების ფარგლებში, გიორგი ალიბეგაშვილმა მოსახლეობას პირადად მოუსმინა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღმოუჩინა.
მოქალაქეთა თხოვნები, ძირითადად, დასაქმებას, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ პრობლემებს, ასევე მიწის დაკანონებისა და დასაქმების საკითხებს ეხებოდა.
გიორგი ალიბეგაშვილი მოქალაქეების მიღებას საკრებულოში, ტრადიციულად, ყოველი კვირის ოთხშაბათს მართავს.