სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში კონფერენცია სახელწოდებით “ თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა მიიღეს.
საკრებულოს წევრები კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ და გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენციაზე ასევე თბილისის რეგიონის შემოქმედების ცენტრად გარდასაქმნელად საჭირო ცვლილებებსა და თბილისელებისთვის კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ხაზი გაესვა ქალაქის განვითარებისთვის საჭირო კულტურული და შემოქმედებითი ეკოსისტემის დიზაინ-დაგეგმარებას და ასევე შემოქმედებითი მეწარმეებისთვის საჭირო პირობების შექმნის აუცილებლობას.
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის, თბილისის მერიის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შვედეთის სამეფოში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრების ვიზიტი გაიმართა
აპრილი 20,2024დედაენის დღესთან დაკავშირებით, ავთანდილ ცინცაძე 158-ე სკოლას ესტუმრა
აპრილი 14,2024,,ქართული ოცნების“ ისნის რაიონის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
აპრილი 11,2024