თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან და თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან თემურ თორდინავასთან ერთად ისნის რაიონში, ონაშვილის ქუჩის N1-ში ახალაშენებული N-37 საბავშვო ბაგა-ბაღი გახსნა.
N37 ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ შვიდთაგან, რომელთა მშენებლობა გასულ წელს, წინა წლებში დახურული ბაღების ადგილზე დაიწო.
აღნიშნულ საბავშვო ბაღში, რომელიც 2300 კვ.მ-ზე განთავსებულ ორსართულიან შენობაში გაიხსნა, 12 ჯგუფი იმოქმედებს და სკოლამდელ განათლებას 450 -ზე მეტი ბავშვი მიიღებს.
ამასთან, შენობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვისაა ადაპტირებული.
მიმდინარე წელს თბილისს კიდევ 6 ახალი ბაღი შეემატა.