თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ტრადიციულად, ოთხშაბათობით აგრძელებს მოქალაქეთა მიღებას მათი პრობლემების გაცნობისა და დახმარების მიზნით. დღეს გიორგი ალიბეგაშვილი მიღებაზე მოსულ თანამოქალაქეებს შეხვდა, მოისმინა მათი საჭირბოროტო საკითხები და შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინა დახმარება. მოქალაქეთა პრობლემები, ძირითადად, ინფრასტუქტურულ და სოციალურ თემებს შეეხებოდა.