თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სამძიმრის წიგნში, რომელიც დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 15 ივლისს დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისა და ფრანგი ხალხის თანაგრძნობის ნიშნად გაიხსნა, ჩანაწერი გააკეთა.
დღესვე, სამძიმრის წიგნში, რომელიც საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში 14:00 საათიდან გაიხსნა, სამახსოვრო ჩანაწერები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დატოვეს.