თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად ყოველი კვირის ოთხშაბათ დღეს მოქალაქეთა მიღებას განაგრძობს.
წინასწარ შედგენილი რიგის მიხედვით, თავმჯდომარესთან შეხვედრას 30 მოქალაქე ელოდება.
გიორგი ალიბეგაშვილი მოქალაქეთა პრობლემებსა და თხოვნებს პირადად ეცნობა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს.
ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარე საჭიროების შემთხვევაში, შუამდგომლობით სხვადასხვა კომპეტენტურ ორგანოებს მიმართავს და მითითებული ფაქტების დეტალურად გადამოწმებისა და შესწავლის მიზნით, არსებულ ვითარებას, ზოგ შემთხვევაში, მათთან ერთად ადგილზე ეცნობა.
სტატისტიკის მიხედვით, დედაქალაქის მაცხოვრებლებს, ძირითადად, დასაქმების პრობლემა, უმუშევრობისგან გამოწვეული რიგი სოციალური საკითხების მოგვარება და ავარიული შენობების შეკეთება ესაჭიროებათ.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან მიღებაზე ჩაწერის მსურველებმა უნდა მიმართონ თავმჯდომარის სამდივნოს შემდეგ ნომერზე: .292 04 86.
საკრებულოში მხატვრული რეწვისა და დიზაინის თბილისის V საერთაშორისო სამიტის „ეთნოფესტი 2024“-ის პრეზენტაცია გაიმართა
აპრილი 25,2024გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 24,2024ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა
აპრილი 23,2024