თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან თამარ ტალიაშვილთან, ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან თემურ თორდინავასა და გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან მურთაზ შელიასთან ერთად ბოჭორიშვილის ქუჩაზე ახალი N35 საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნის ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.
N35 საბავშვო ბაღი, რომელიც 350 ბავშვზეა გათვლილი, გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით აშენდა, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით აღიჭურვა და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდა.
მიმდინარე წელს დედაქალაქში კიდევ 5 საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება, მათ შორის, მომავალი კვირიდან ფუნქციონირება ზემო ფონიჭალაში მდებარე N 206 ბაღს აღუდგება.
2016 წელს თბილისში კიდევ 10 თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.