დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია -„გაიღე სისხლი ბავშვების გადასარჩენად“ გაიმართა.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა უანგარო დონორთა აქციის ფარგლებში სისხლი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს წარმომადგენლებს ჩააბარეს.
აქცია, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებას ისახავს მიზნად, დედაქალაქის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ჩატარდა და მასში დეპუტატებმა და აპარატის ათეულობით თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
ანალოგიური აქციები თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში პერმანენტულად იმართება.
სამაჟორიტარო ბიუროების თანამშრომლებისთვის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 26,2024ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გენდერული ნიშნით ძალადობაზე თბილისის საკრებულოს თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 23,2024თბილისის საკრებულოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა
ნოემბერი 10,2022