თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად, კიევის ქუჩაზე, განახლებული N 132-ე საბავშვო ბაღი გახსნა.
მაჟორიტარმა დეპუტატმა, დედაქალაქის მერმა, რაიონის გამგებელმა და მერიის წარმომადგენლებმა საბავშო ბაღის შენობა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ინტერიერი დაათვალიერეს.
„დღეს ჩუღურეთის რაიონში N 132-ე განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. სამი ათეული წლის ისტორიის მქონე ეს ბაღი, წინა ხელისუფლებამ დახურა და აქ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი გახსნა. დღეისათვის ბაღში 130-მდე აღსაზრდელისთვის სამი ჯგუფია გახსნილი და დასაქმენულია 25-მდე თანამშრომელი“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
აღსანიშნავია, რომ ბაღში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად 120 000 ლარი დაიხარჯა. შენობაში მოეწყო სააღმზრდელო ოთახები და შენობა შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა.
წლების განმავლობაში პარტიის ოფისად გადაკეთებული ბაღის შენობა ბაგა -ბაღების მართვის სააგენტომ სამართლებრივი გზით დაიბრუნა.
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილება განიხილა
აპრილი 25,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024