დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 11 კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი ორი საკითხი განიხილეს.
თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 810 მილიონ 140 000 ლარით განისაზღვრა, საკრებულოს წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა წარმოუდგინა.
ლევან თევზაიამ ბიუჯეტის მაჩვენებლებზე, კერძოდ, შემოსულობებზე, გადასახდელებსა და ნაშთის ცვლილებზე დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და პროგრამებისა და ქვეპროგრამების მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა.
ლევან თევზაის მოხსენების დასრულებისთანავე, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟმში გაგრძელდა.
დეპუტატებს დასმულ კითხვებზე საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა და შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებმა დეტალური პასუხები გასცეს.
დასასრულს, კომისიების თავმჯდომარეებმა თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები და წინადადებები დასკვნების სახით წარმოადგინეს, რაზეც ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს, ხოლო საკითხის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები უკვე საკრებულოს სხდომაზე
მიიღებენ.
დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა საქალაქო სამსახურების უფროსობისა და ვაკის რაიონის გამგებლის კანდიდატებს მოუსმინეს.
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამდებობაზე საკრებულოს დასამტკიცებლად გივი კუბლაშვილის, ხოლო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად გიორგი ბაგრატიონის კანდიდატურა წარედგინა.
რაც შეეხება განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურების უფროსებს, თბილისის მერის წარდგინებით, ირაკლი გვილავა და ნოდარ ჭიჭინაძე დასახელდნენ.
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნინო სულხანიშვილი, ხოლო ვაკის რაიონის გამგებლის ვაკანტურ ადგილზე ნოდარ ტურძელაძე იქნა წარმოდგენილი.
კანდიდატებმა სხდომაზე მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და წინადადებები წარმოადგინეს და დეპუტატების დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
საქალაქო სამსახურების უფროსებსა და ვაკის რაიონის ახალ გამგებელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე იქნება მიღებული.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023კახა ლაბუჩიძემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ოქტომბერი 30,2023ნიკოლოზ კახეთელიძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 30,2023